ქეთევან ციხელაშვილი - ახლაც და მომავალშიც, ყველგან, სადაც უნდა ვიყო, მთელი ენერგიით დავიცავ ჩემი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს
ქეთევან ციხელაშვილი - ახლაც და მომავალშიც, ყველგან, სადაც უნდა ვიყო, მთელი ენერგიით დავიცავ ჩემი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან საქმიანობა გააგრძელოს, როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„15 ივნისიდან ნამდვილად არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ მე საქმიანობა გავაგრძელო როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი. თუმცა 15 ივნისამდე მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი, ახლაც ოძისში ვიმყოფები და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ სხვადასხვა ჰუმანიტარული პაკეტებით და არა მხოლოდ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „კოვიდ-19“-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. ახლაც, ყოველ დღე, მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოსა და ჩემი ხალხის ინტერესებს დავიცავ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი