ქეთევან ბაკარაძე - ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით
ქეთევან ბაკარაძე - ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით

12 წელია, საქართველო და მტრისგან დროებით მოწყვეტილი მისი ორი განუყოფელი ნაწილი სასტიკი ომის ჭრილობების მოშუშებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი არ ნელდება და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ოკუპანტი ჩვენს მიწა-წყალზე მოურიდებლად დაბორიალობს, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ​აცხადებს.

როგორც ქეთევან ბაკარაძე აღნიშნავს, ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლება.

„ქართული ოცნების“ გუნდი შეძლებს და ჩვენს დევნილებს ღირსეულად, უსაფრთხოდ დააბრუნებს მონატრებულ სახლ-კარში. ეს ჩვენი ვალია, ჩვენი სამშობლოს და მომავალი თაობის წინაშე, რომელმაც უნდა გაიცნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი ისეთი, როგორც იმ სისხლიან და დაუნდობელ ომამდე იყო. ბევრი წელია, შორს ვართ მე და ჩემი აფხაზეთი, თუმცა არც ერთი წუთი არ არის მასზე ფიქრის და მონატრების გარეშე, ჩემი თანამემამულეების გარეშე, რომლებთან შეხება ყოველდღიურად მაქვს, ჩვენ გვაიძულეს დაგვეტოვებინა ჩვენი სულის ნაწილი, მათ ალბათ, ჰგონიათ, რომ ეს სამუდამოა, მაგრამ აქაც ცდებიან, ქართველი არასოდეს არ ეგუება იმას, რასაც ძალისმიერად აჩეჩებენ და აიძულებენ ე.წ. რეალობას შეაჩვიონ. რეალობა სულ სხვაა და ოკუპანტს აუცილებლად მოუწევს ამის აღიარება. გვახსოვხართ ყველა, ვინც იმ საშინელ ომს შეეწირეთ, გვახსოვს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები თქვენსავე მიწაზე, თქვენსავე ეზოებში უმოწყალოდ გაგიმეტათ მტერმა, ჯარისკაცები კი, გმირულად შეეწირეთ თქვენი სამშობლოს ღირსების და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. გვახსოვს ყველაფერი და გპირდებით, თქვენი ხსოვნის პატივსაცემად მშვიდობით დავამარცხებთ მტერს, რომლის „სამართალი“ მხოლოდ ბოროტებაა“, – აღნიშნავს ბაკარაძე.