ქეროლაინ ლევიტი - ირანი თუ ვერ გაიგებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა განხორციელდეს
თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადება თეთრ სახლში მას შემდეგ გაკეთდა, რაც თეირანში უარყვეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა.
ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთს დაატრიალებს“, თუ სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
„ირანი თუ ვერ მიიღებს არსებულ რეალობას, თუ ვერ გაიგებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა განხორციელდეს, ვიდრე ოდესმე. პრეზიდენტი ტრამპი არ თამაშობს და მზად არის, ჯოჯოხეთი დაატრიალოს“, – აღნიშნა ლევიტმა.