ქემალ კილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მილიონი დამკვირვებელი უნდა იყოს მობილიზებული
ქემალ კილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მილიონი დამკვირვებელი უნდა იყოს მობილიზებული

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ 28 მაისს ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მილიონი დამკვირვებელი უნდა იყოს მობილიზებული.

კილიჩდაროღლუს განცხადებას „ჰაბერთურქი“ ავრცელებს.

„არავინ ენდობა მთავრობას. საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი ხმებს მოიპარავენ. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა დაიკარგა. ყველა ინფორმაცია საზოგადოებას გამჭვირვალედ უნდა მიეწოდოს. პირველ ტურში დამკვირვებლებთან ერთად ჩვენ გავაგზავნეთ 550 ათასი ადამიანი საარჩევნო უბნებზე. ახლა ყუთებთან უნდა იყოს მობილიზებული 1 მილიონი დამკვირვებელი“, – განაცხადა კილიჩდაროღლუმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან.