ქელბეჯერის რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში დღეს დაკრძალავენ

14:03, 05.06.2021

ქელბეჯერის რაიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში დღეს დაკრძალავენ.

აზერბაიჯანის ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო AzerTag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი ქელბაჯერის რაიონში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნაღმზე აფეთქდნენ. მომხდარის შედეგად, ორივე დაიღუპა.

საქართველოს პირველი არხი სამძიმარს უცხადებს დაღუპული კოლეგების ახლობლებს.

მსგავსი