ქვემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ქვემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში დიდი სიჩქარით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.