ქედისა და ხულოს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ

15:52, 12.10.2018

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიზნით, აჭარაში ევროკავშირი ENPARD- ის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

ბათუმში დღეს ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ოფიციალურ პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროექტი სახელწოდებით „ქედა ლიდერი” და სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში”.

პროექტები აჭარის ორ მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციების დანერგვას და ამ მიმართულებით წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

„ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში ჩართულია უშუალოდ მოსახლეობა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მათ იგრძნონ ეკონომიკისა და ჩვენი პრიორიტეტული დარგის, სოფლის მეურნეობის განვითარების სიკეთე”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ

EMPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.

მსგავსი