ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა
ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. რამდენიმე ადგილზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

მეწყრული და ღვარცოფული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედაში და ოქტომბერში.

ქედის მერიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.