ქედაში, შუახევსა და ხულოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
ქედაში, შუახევსა და ხულოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ცენტრებში ღამის საათებში დეზინფექცია ჩაუტარდა ქუჩებს, საფეხმავლო ბილიკებს, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებსა და სადარბაზოებს.

აჭარის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად გაგრძელდება.