ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ქედაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ეს აჭარაში მეხუთე ცენტრია. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს. ცენტრი დაბისა და 64 სოფლის 20 ათასზე მეტ მოქალაქეს, ასევე ტურისტებს მოემსახურება. შენობაში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელსაც პოეტ ფრიდონ ხალვაშის სახელი მიენიჭა.

საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.

საზოგადოებრივი ცენტრი ხვალ ხულოშიც გაიხსნება.