ქედაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

17:32, 01.11.2018

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომანქანა რკინის მილს შეეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავთ. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი