ქედასა და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან პედაგოგებს ზურაბ პატარაძემ დედის დღე მიულოცა
ქედასა და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან პედაგოგებს ზურაბ პატარაძემ დედის დღე მიულოცა

ქედასა და შუახევში მცხოვრებ მრავალშვილიან პედაგოგებს, მეხფულე ცეცხლაძესა და ცისანა აბუსერიძეს დედის დღე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ღვაწლმოსილი პედაგოგები ზურაბ პატარაძემ პირადად მოინახულა.

„ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული – დედის დღე. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მაღალმთიან აჭარას. დედის დღე მივულოცეთ ღვაწლმოსილ და მრავალშვილიან პედაგოგ დედებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას და თავის ქვეყანას არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ღონისძიებაზე შეკრებილ ღვაწლმოსილ, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.