ქეცბაიას ვარჯიშების შეჩერება არ სურს
ქეცბაიას ვარჯიშების შეჩერება არ სურს
კვიპროსის სუპერლიგაში 21 მარტს დანიშნული ლიდერთა მატჩი გადაიდო – ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კონკურენტს, ნიქოზიას „ომონიას“ სხვა დროს მიიღებს.
 
ამის მიუხედავად, თემურ ქეცბაია „ანორთოსისის“ მოთამაშეებს ხანგრძლივი დასვენების საშუალებას მაინც არ მისცემს – ამის შესახებ გამოცემა „ფილნიუსი“ წერს.
„კორონავირუსმა ყველა დონეზე სტაგნაცია გამოიწვია. თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები ორი დღით დაასვენა და ვარჯიშს ხვალვე გააგრძელებს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებმა კარგი ფორმა და მზადყოფნა შეინარჩუნონ. ქეცბაიას აზრით, მისი ფეხბურთელები მხოლოდ ასე მოახერხებენ, რომ ჩემპიონატის განახლებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდნენ“ – წერს „ფილნიუსი“.
კვიპროსის ჩემპიონატში გამართული 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ქართველების გუნდი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და ნიქოზიას „ომონია“ ლიდერობენ.