ქეცბაიას კვიპროსის პოლიციასთან ინციდენტი მოუვიდა - ქართველი პირბადის გაკეთების მოთხოვნამ გააღიზიანა (ვიდეო)

თემურ ქეცბაია კვიპროსში მორიგი ინციდენტის მონაწილე გახდა – ამჯერად, „ანორთოსის“ ქართველ მწვრთნელს მცირე კონფლიქტი კვიპროსის პოლიციასთან მოუვიდა.

ეს ამბავი კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურში „სტელიოს კირიაკიდის არენაზე“ „კარმიოტისისა“ და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ შეხვედრისას (რომელიც 1:1 დასრულდა) მოხდა.

პოლიციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, კორონავირუსის დროს აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს მატჩის ყველა მონაწილე თუ იცავდა. ისინი ორი გუნდის სათადარიგოთა სკამებთან მივიდნენ და სამწვრთნელო სტაფის წევრები შეამოწმეს.

„დაძაბულობა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც „ანორთოსისის“ სათადარიგოთა სკამთან მისულებმა თემურ ქეცბაიას შენიშვნა მისცეს, რომ პირბადე გაეკეთებინა. ამაზე ქეცბაიას მწვავე რეაქცია ჰქონდა და წამოიძახა: – „თქვენს საქმე მიხედეთ“ და უცებ ვითარება დაიძაბა“, – წერს გამოცემა „ტოტემაონლაინი“.