ქეცბაიამ „აპოელის“ მწვრთნელი შეიწირა - მას მაკარტი შეცვლის
ქეცბაიამ „აპოელის“ მწვრთნელი შეიწირა - მას მაკარტი შეცვლის

კვიპროსზე ცნობილ ირლანდიელ მწვრთნელს, მიკ მაკარტის ელიან, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ნიქოზიისაპოელის“ მენეჯმენტთან მოლაპარაკება უნდა დაასრულოს.

კვიპროსული მედიის ცნობით, მე-7 ტურში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ წაგების (0:2) შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ლუკას ჰაჯილუკასის მოხსნა და მისი შემცვლელის მოძებნა გადაწყვიტა.

როგორც „აპოელში“ განაცხადეს, ირლანდიელთა მწვრთნელი კვიპროსში კვირას ჩავა და გუნდს ჩაიბარებს. მიკ მაკარტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელიც 2019 წლის აპრილში დატოვა. 61 წლის მწვრთნელი 2003-2006 წლებში „სანდერლენდში“ მუშაობდა, 2008-2012 წლებში – „ვულვერჰემპტონში“, 2012-2018 წლებში – „იფსვიჩში“. „აპოელის“ განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი მწვრთნელი კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურის შეხვედრას დაესწრება, რომელშიც „აპოელი“ „აპოლონს“ უმასპინძლებს.

კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბს 28-ჯერ აქვს მოგებული კვიპროსის ჩემპიონის ტიტული, 21-ჯერ – კვიპროსის თასი და 13-ჯერ კვიპროსის სუპერ თასი. მაგრამ ბოლო ორი სეზონია, გუნდი წარუმატებლად გამოდის, რაც მენეჯმენტის უკმაყოფილებას იწვევდა – ბოლო წვეთი პრინციპულ მეტოქე „ანორთოსისთან” წაგება აღმოჩნდა.