ქეცბაია კვიპროსის თვის მწვრთნელად დაასახელეს
ქეცბაია კვიპროსის თვის მწვრთნელად დაასახელეს

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატის ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – ინფორმაციას გამოცემა „სიგმალაივმა“ გაავრცელა.

კვიპროსში თვის მწვრთნელს თავად მწვრთნელების გამოკითხვით ასახელებენ, რაშიც მათ კომპანია „ვინ მასტერსი“ ეხმარება.

„ქეცბაია ნოემბრის თვის მწვრთნელი მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით გახდა. მეორე ადგილზე ჰენინგ ბერგი გავიდა. ქართველმა 35 ქულა დააგროვა, ხოლო ნიკოსიის „ომონიას“ ნორვეგიელმა დამრიგებელმა – 34 ქულა. მესამეზე 13 ქულით ნიკოსიისაპოელის“ მთავარი მწვრთნელი სავას პურსაიდისი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბერგს ხმა მისი 12 კოლეგიიდან ათმა მისცა, ხოლო ქეცბაიას – ცხრამ. მაგრამ „ანორთოსისის“ მწვრთნელი პირველ ადგილზე უფრო მეტმა, 5-მა მათგანმა დაასახელა. ქეცბაიამ „ვინმასტერის“ გამოკითხვაში თვის მწვრთნელად მეორედ აღიარეს. ნოემბერში ქართველის გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ სამი გამარჯვება მოიპოვა – „ოლიმპიაკოსმა“, ახნასეთნიკოსთან“ და ლარნაკას აეკ-თან და ერთიც „ნეა სალამინასთან“ ფრედ დაასრულა“ – წერს „სიგმალაინი“.

უკვე მეხუთე წელია, რაც კვიპროსის მწვრთნელთა ასოციაცია თვის საუკეთესო მწვრთნელს ასახელებს და ზედიზედ მესამე წელია, მისი სპონსორი „ვინ მასტერსია“.