ქეცბაია ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს #1TVSPORT
ქეცბაია ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს - ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე ​ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ (0-2) დამარცხდა, რომელსაც კვიპროსის თასის ფინალში შეხვდება.

მატჩის შემდეგ, „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ცუდად გახდა და კლინიკაში გამოკვლევისთვის გადაიყვანეს. გუნდმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

„ჩვენმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დაწყებამდე მძიმე ტკივილები იგრძნო. თამაშის შემდეგ მისი მდგომარეობა გუნდის ექიმებმა შეამოწმეს და სიფრთხილის მიზნით, სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ურჩიეს. შემოწმებამ აჩვენა, რომ თემური ჯანმრთელადაა. ჩვენ გვინდა, თემურს ვუსურვოთ, რომ იყოს ძლიერი, როგორც ყოველთვის“, – წერია „ანორთოსისის“ განცხადებაში.

კომენტარი კლუბის სპიკერმა დიმიტრის კრისტოფერუმაც გააკეთა.

„თემური თამაშამდეც თავს ცუდად გრძნობდა, ჩვენი გუნდის სამედიცინო პერსონალი იქვე იყო. მერე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ექიმებმა თემურს დასვენება ურჩიეს“.