გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზეს“ პაოლო ძანეტი გაწვრთნის #1TVSPORT

11:44, 03.11.2026

გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს — გუნდს, კოსტა რუნაიჩის ნაცვლად, პაოლო ძანეტი გაწვრთნის — ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

„უდინეზეს“ ხელმძღვანელობამ ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 43 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში „სუდტიროლში“, „ასკოლიში“, „ვენეციაში“, „ემპოლისა“ და „ვერონაში“ მუშაობდა.

ძანეტი შეეცდება, „უდინეზეს“ წარუმატებელი სერია შეწყვიტოს, რომელიც, რვა თამაშია, გრძელდება — ამ პერიოდში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

მსგავსი