ქაზემ ღარიბაბადი – ქვეყანა, რომელიც თავის ბედს უცხოელებს გადასცემს, მძიმე ფასს გადაიხდის, ირანი დღეს თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს, ჩვენი ერი ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს

13:03, 19.08.2026

1953 წლის სახელმწიფო გადატრიალება იყო აშშ-ისა და ბრიტანეთის პირდაპირი ჩარევა ირანელი ერის თვითგამორკვევის უფლებაში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ 1953 წლის მოვლენებისმორიგ  წლისთავზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანი დღეს ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს.

„ერის ბედში უცხო ქვეყნის ჩარევა, რა სახელითაც არ უნდა იყოს ეს, კოლონიალიზმი და ხალხის სუვერენიტეტის უფლების წინააღმდეგ აგრესიაა. თაობები იცვლებიან, მაგრამ ერთი სიმართლე უცვლელია: ქვეყანა, რომელიც თავის ბედს უცხოელებს გადასცემს, მძიმე ფასს გადაიხდის. მაგრამ დღეს ირანი თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს. ჩვენი ერი ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ.

მსგავსი