ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ

07:39, 28.09.2019

„თელასის“ ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

„09:00-დან 10:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი