ქავთარაძის ქუჩაზე, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე 10 სახანძრო ჯგუფი მუშაობს [ფოტო/ვიდეო]

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 10 სახანძრო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.