ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ერთი ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს

17:34, 12.06.2020

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ერთი ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება სუს-მა ჩაატარა, თუმცა რას უკავშირდება სპეცოპერაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც აღნიშნულ ადგილზე ბინა ჰქონდა ნაქირავები.

მსგავსი