ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშვეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ლევან ჩხაიძის ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ლევან ჩხაიძეს ქაშვეთის ეკლესიიდან დღეს 15:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.