ქაშვეთის ეკლესიაში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშვეთის ეკლესიაში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი ნიკოლოზი და ნინო ციცვიძე ქაშვეთის ტაძარში დღეს გადაასვენეს.

ეკლესიაში შეკრებილი არიან დაღუპულების ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები.

დიდ დიღომში აფეთქება 16 იანვარს მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა რვა ადამიანი.