ქაშმირში დაპირისპირებას ოთხი პაკისტანელი სამხედრო ემსხვერპლა
ქაშმირში დაპირისპირებას ოთხი პაკისტანელი სამხედრო ემსხვერპლა

ქაშმირში დაპირისპირებას ოთხი პაკისტანელი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის შეიარაღებულ ძალებში ავრცელებენ.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი პირველმა ინდოეთი მხარემ გახსნა, მათ საპასუხო ცეცხლს კი, ხუთი ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა. თუმცა, ნიუ-დელიში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჯამუსა და ქაშმირის შტატებზე პრეტენზიას ინდოეთი და პაკისტანი აცხადებენ.

ცოტა ხნის წინ, ინდოეთმა რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი მოუხსნა, რამაც მხარეებს შორის ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.