ქაშმირის რეგიონში სამხედრო დაპირისპირების შედეგად ინდოეთისა და პაკისტანის სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები დაიღუპნენ
ქაშმირის რეგიონში სამხედრო დაპირისპირების შედეგად ინდოეთისა და პაკისტანის სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები დაიღუპნენ

მომხდარ სამხედრო დაპირისპირებას ინდოეთის და პაკისტანის სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

დელი და ისლამაბადი სადავო რეგიონის დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინდოეთში აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ, პაკისტანის დაბომბვის შედეგად ორი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თავის მხრივ, პაკისტანში ამტკიცებენ, რომ ინდოეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ერთი სამხედრო მოსამსახურე და სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ორ ქვეყანას შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 5 აგვისტოს ინდოეთმა მის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში, სპეციალური სტატუსის გაუქმების შემდეგ ჯარი შეიყვანა. ორ ბირთვულ მეზობელ ქვეყანას შორის ქაშმირზე დავა 1947 წლის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ წელს მოიპოვა ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლობა.