„ქარვასლაში“ გამნაღმველები მუშაობენ
„ქარვასლაში“ გამნაღმველები მუშაობენ

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ გამნაღმველები ჯერ კიდევ მუშაობენ. შენობასთან იმყოფებიან სამართალდამცველები. „ქარვასლა“ უსაფრთხოების მიზნით სრულადაა დაცლილი.

შევიდა შეტყობინება შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ, რის გამოც, დაცვის სამსახურმა პოლიცია გამოიძახა.

არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით შენობაში კვლავ არავის უშვებენ.