ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ პარიზში ჯგუფ „ფრანს“ მასპინძლობს
ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ პარიზში ჯგუფ „ფრანს“ მასპინძლობს

პარიზში მოქმედი ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ საფრანგეთში გასტროლზე მყოფ ჯგუფ „ფრანს“ მასპინძლობს. დღეს, 19 აპრილს, პარიზის მე-18 უბნის მერიაში, მუსიკოსების ოფიციალური მიღება შედგება, 27 აპრილს კი სენ-ჟერმენის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯგუფი „ფრანი“ და ვია „ლაზი“ მაყურებლისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ.

2019 წელს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ დაარსებიდან მეათე წელს აღნიშნავს. ცენტრის მთავარი მისია ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

„ცენტრის ბირთვს წარმოადგენს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარიზის ქართული სკოლა, სადაც საფრანგეთში დაბადებული ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას და ხალხურ შემოქმედებას სწავლობენ“, – განაცხადა ვია „ლაზის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაუჭიძემ საქართველოს რადიოს პროგრამა „პიკის საათის“ პირდაპირ ეთერში.