ქართველმა წყალბურთელებმა მეორე მატჩიც დათმეს

15:49, 18.07.2018

ბარსელონაში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენების მეტოქე გერმანიის ეროვნული გუნდი იყო. თამაში საქართველოს ნაკრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 3-1 მოიგო, თუმცა შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ და მატჩის ბოლომდე საკმაოდ დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ.

საბოლოოდ მატჩი 10-9 დასრულდა გერმანელთა სასარგებლოდ.

მომდევნო თამაშს ჩვენი წყალბურთელები ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, იტალიის ნაკრებთან, 20 ივლისს გამართავენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი