საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი გაანადგურა – 64:10
ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მასპინძელ რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდო, თავად კი მხოლოდ ერთი გაუშვა.
„ბორჯღალოსნები“ პირველივე ტაიმში დომინირებდნენ და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით, ანგარიშით 31:3 გავიდნენ.
ვითარება არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრები სათამაშო კლასითა და ოსტატობით მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა და საბოლოო ჯამში ანგარიშით 64:10 გაიმარჯვა.
ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ საქართველო აღნიშნული ტურნირის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა.
#U18RugbyEurope : @GeorgianRugby will play a fifth final in a row in this competition after defeating @RugbyRussia 64-10. Lelos will play against @ferugby Spain on Saturday.
Details and replay on https://t.co/S8vij4G0yK pic.twitter.com/7AnInphU54— Rugby Europe (@rugby_europe) April 17, 2019