ქართველმა სპორტსმენებმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე გაკოსვლა დაასრულეს. რამდენიმე წუთის წინ ბოლო მათგანმა, იასონ აბრამაშვილმა იასპარეზა. პირველი ჩამოსრიალება მან 35-ე ადგილზე დაასრულა, მეორე ცდაზე კი შედეგი 7 ადგილით გააუმჯობესა და საბოლოოდ 28-ე ადგილი დაიკავა. აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იყო და საუკეთესო შედეგი მან ოთხი წლის წინ, სოჭში აჩვენა, სადაც 22-ე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე