ქართველმა სამბისტებმა მინსკში სხვადასხვა სინჯის 9 მედალი მოიპოვეს
ქართველმა სამბისტებმა მინსკში სხვადასხვა სინჯის 9 მედალი მოიპოვეს

საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა მინსკში გამართული პრეზიდენტის თასის გათამაშების “ა” კატეგორიის ტურნირზე  სხვადასხვა სინჯის 9 მედალი მოიპოვეს. მედლები შვიდმა ვაჟმა და ორმა გოგონამ მოიპოვეს.

ჩვენი ნაკრები მინსკში 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ყველა მათგანმა შეძლო მედლის მოპოვება.

შეჯიბრების გამარჯვებულები პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და დავით ლორიაშვილი (100) გახდნენ, ფინალური შეხვედრა დათმო და შესაბამისად, ვერცხლის მედალი ელენე ქებაძეს (+80) გადაეცა. ბრინჯაოს მედლები კი ნინო ოძელაშვილმა (80), გივი ნადარეიშვილმა (57), გენადი ჩირგაძემ (62), მინდია ლილუაშვილმა (68), ლევან ნახუცრიშვილმა (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს.

ტურნირში 21 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე დაიწყო 2019 წელს გასამართ ევროპის თამაშების სარეიტინგო ქულების დარიცხვა.

ქართველი სამბისტები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 18-დან 20 მაისის ჩათვლით ათენი უმასპინძლებს.