ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატში გუნდური პირველობა მოიპოვეს
ქართველმა პარამკლავჭიდელებმა საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში, მკლავჭიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატში გუნდური პირველობა მოიპოვეს. ისინი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა.
ევროპის ჩემპიონატში სულ 30-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.