ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატში გუნდური პირველობა მოიპოვეს

05:39, 22.05.2019

ქართველმა პარამკლავჭიდელებმა საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში, მკლავჭიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატში გუნდური პირველობა მოიპოვეს. ისინი საქართველოში გვიან ღამით დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს ასევე ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა.

ევროპის ჩემპიონატში სულ 30-მდე ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი