ქართველმა პარაძიუდოისტებმა თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ქართველმა პარაძიუდოისტებმა თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT

თბილისში დღეს პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირში 20 ქვეყნის 200-მდე პარასპორტსმენი ასპარეზობს.

საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები თბილისი 2025-ზე თოთხმეტი პარაძიუდოისტით არის წარმოდგენილი.

ტურნირის პირველ დღეს J1 კატეგორიაში (უსინათლოთა შორის) საბა ბაღდავაძემ (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის პირველობაზე J2 კატეგორიაში (მცირემხედველთა შორის) (-81კგ-ში) ქართული ფინალი გაიმართა – ბაჩუკი შელია ლევან გუგავას დაუპირისპირდა. შეხვედრა გუგავას გამარჯვებით დასრულდა.

-70კგ-ში ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ქალდანი გახდა, ზურაბ ზურაბიანმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.