ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი, 2020 წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურმა პირად შემადგენლობას საახალწლო საჩუქრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

მე-12 ბატალიონი ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.