ქართველმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვეს

ორმა ქართველმა მესაზღვრემ დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვა, – ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.

მესაზღვრეების გადმოცემა თბილისის დროით დაახლოებით 13:10 საათზე მოხდა.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი ლაგოდეხში იმყოფება, სადაც მესაზღვრეებს უახლოეს ხანში ელოდებიან.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე დაღესტნის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 ივნისს აღმოჩნდა. უწყების ცნობით, მესაზღვრეები, გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე განახორციელებს ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას.

დატოვე კომენტარი