ქართველმა ბატუტისტებმა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულეს #1TVSPORT
ქართველმა ბატუტისტებმა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულეს #1TVSPORT

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა ბატუტისტებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონები შერეულ სინქრონულ წყვილებში (17-21 წელი (U21)) მაია ბოჭორიძე და ცოტნე ჩხაიძე გახდნენ.

საქართველოს გოგონების იუნიორთა ნაკრებმა (მარიამი გაბრიაძე, ელენე კირთაძე, ნინო ქორიძე) გუნდური ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ბრინჯაოს, იუნიორებში, ინდივიდუალურ ხტომაში ნინო ქორიძე დაეუფლა.