ქართველი ტურისტების ჯგუფი ეგვიპტიდან საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებს [ვიდეო]

ქართველი ტურისტების ჯგუფი ეგვიპტიდან საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებს. 24 მგზავრი ჰურგადის აეროპორტში შვიდი საათია თბილისისკენ მომავალ რეისს ელოდება.

როგორც პირველ არხს აღნიშნული რეისის მგზავრებმა აცნობეს, „კაიროს ავიახაზების“ თვითმფრინავი გვიან ღამით, 02:00 საათზე უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო.

მგზავრების თქმით, რეისის გადადების მიზეზი სავარაუდოდ თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

როგორც მათ პირველ არხს განუცხადეს, საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოში დაბრუნება რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლონ.