ლატვიის პირველი ლიგის (რანგით მეორე ლიგა) სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი გოგოლაშვილი აღიარეს. „სუპერ ნოვას“ ქართველი თავდამსხმელი სექტემბერში ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გუშემატკივრებმა გამოარჩიეს.
„გასულ თვეში 21 წლის გოგოლაშვილმა მისი გუნდის ჩატარებულ ხუთივე თამაშში გაიტანა და „სუპერნოვას“ 4 თამაშის მოგებაში დაეხმარება. ქართველმა თავი გამოიჩინა სტუმრად „დაუავპილს-პროგრესის“ (1:2) წინააღმდეგ, დუბლი შეასრულა „გრობინასთან“ (9:0) და „აუდასთან“ (3:0), ოთხი გოლი გაიტანა „სპორტს ცენტრთან“ (7:1 ) და ერთიც „პრეილუსს“ გაუტანა (3:2). 23 გოლით გოგოლაშვილი საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ორი გოლით ჩამორჩება „დაუავპილს-პროგრესის“ თავდამსმხმელს – ვუგარ ასკეროვს. „სუპერ ნოვა“ კი მესამე ადგილზეა და ლიდერებს ხუთი ქულით ჩამორჩება“ – წერს ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ქართველს მხარი გამოკითხულთა 29% პროცენტმა დაუჭირა და ლატვიის ფედერაციისა და მისი სპონსორისგან სასაჩუქრე ბარათი და საგანგებო პრიზი მიიღო. მეშვიდე ტურია, გიორგი გოგოლაშვილი მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. სულ კი 13 მატჩში 23 ბურთი გაიტანა.