გოგოლაშვილი მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
გოგოლაშვილი მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

გიორგი გოგოლაშვილი „გომელის“ გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, გუნდის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ჩვენს ოფიციალურ გვერდზე გამოკითხულთა 35%-მა ხმა მისცა გიორგი გოგოლაშვილს. ფეხბურთელმა გასულ თვეში „გომელის“ შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა“, – წერია გუნდის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი „გომელის“ ფეხბურთელი წელს, სეზონიდ დაწყებამდე გახდა. გიორგი გოგოლაშვილმა გუნდთან კონტრაქტი ორი წლით გააფორმა. ფეხბურთელი თამაშობდა ქართულ კლუბებში „ვიტ ჯორჯიაში“, ფოთის „კოლხეთში“, თბილისის „მერანსა“ და „შევარდენში“, ასევე ლატვიურ რტუ-სა და „სუპერნოვაში“, პოლონურ „კარკონოშესა“ და შვედურ „ჰერნესანდში“.

2018 წელს გიორგიმ რტუ-ში სეზონში 29 გოლი გაიტანა და ლატვიის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „გომელში“ გასინჯვაზე 5 ამხანაგურ მატჩში 7 გოლი გაიტანა და კლუბში კონტრაქტი გაუფორმეს.