ლატვიაში გიორგი გოგოლაშვილმა საგოლე ანგარიში გახსნა
ლატვიაში გიორგი გოგოლაშვილმა საგოლე ანგარიში გახსნა

ლატვიის პირველი დივიზიონის მეორე ტურში გიორგი გოგოლაშვილის გუნდი – რიგის „სკონტო“ „ბალვუს“ შეხვდა და 7:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ „სკონტო“ მე-19 წუთისთვის 2:0 დაწინაურდა და ორივე გოლი 20 წლის ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. გიორგიმ მეორე ტაიმში მესამეც შეაგდო, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და საბოლოოდ, „სკონტომ“ 7:1 მოიგო. ქართველი თავდამსხმელი 80-ე წუთზე გამოცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში იყო.

სკონტო“ დამოუკიდებელი ლატვიის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, პირველ დივიზიონში დააქვეითეს. ახლა გუნდი ფეხზე წამოდგომას და პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. ამ მიზნით, რიგელებმა ლატვიის ახალგაზრდული ნაკრებების 8 ფეხბურთელი დაიმატეს.