ქართველი სამთო-მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ
ქართველი სამთო-მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

დღეს, საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრების წევრები – ნოდარ კოზანაშვილი, ირაკლი არღვლიანი, მიხეილ ჩართოლანი, კონსტანტინე გოცირიძე, ლუკა ბუჩუკური, ცოტნე ლებანიძე, ოთარ ხვედელიძე და მათი მწვრთნელები იასონ აბარამშვილი და იბრაგიმ ჯანიძე ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ავსტრიის ცნობილ მყინვარ – ჰინტერტუქსში ისინი ათი დღის განმავლობაში ივარჯიშებენ.

წყარო – საქართველოს სათხილამურო ფედერაცია