ქართველი პარამოფარიკავეები სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ
ქართველი პარამოფარიკავეები სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ

დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები, სამხრეთ კორეის ქალაქ ჩონგ-ჯუში
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მთავარი მწვრთნელი – მალხაზ მესხი.

ჩემპიონატი 16-დან 24 სექტემბრამდე გასტანს, სადაც მონაწილეობას 45 ქვეყნის 500-მდე პარამოფარიკავე მიიღებს.

საქართველოს ნაკრები კორეაში მოსამზადებელ შეკრებაზე სამწვრთნელო ვარჯიშს გაივლის.