ქართველი მწვრთნელების მონაწილეობით – ისტორიაში პირველად, ტაჯიკეთის ნაკრები აზიის თასის ფინალურ ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

20:47, 14.06.2022

ტაჯიკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად აზიის თასის ფინალურ ეტაპზე მოხვდა. ჩვენი გულშემატკივრისთვის ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ გუნდის სამწვრთნელო სტაფში 2 ქართველი სპეციალისტი მუშაობდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტია, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. მისი ასისტენტი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი გელა შეყილაძეა, ხოლო წლის დასაწყისიდან მისი სამწვრთნელო სტაფის წევრი „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი თამაზ ბოკერია გახდა.

2023 წლის აზიის თასი 2023-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურის მატჩის შედეგის მიუხედავად F ჯგუფში ყირგიზეთის ნაკრებთან, რომელიც ბიშკეკში გაიმართება, ტაჯიკეთის ნაკრებმა ხორვატი სპეციალისტის პეტრ სეგრტის ხელმძღვანელობით აზიის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში მონაწილეობის უფლება მიიღო.

აზიის თასის გათამაშება დაგეგმილია 2023 წლის 16 ივნისიდან 16 ივლისამდე. გადაწყვეტილებას, თუ სად გაიმართება აზიის თასის მე-18 გათამაშება, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი სხდომაზე 17 ოქტომბერს მიიღებს.

მსგავსი