ქართველი მწვრთნელები უცხოეთში | მახარაძის „პეტროკუბი“ საშემოდგომო ეტაპის ჩემპიონია #1TVSPORT
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში | მახარაძის „პეტროკუბი“ საშემოდგომო ეტაპის ჩემპიონია #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში შინ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან, „აპოელთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

კახა ცხადაძის „გაბალამ“ აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-13 ტურში „აზალი“ 2:1 დაამარცხა და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.

შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ კი თურქეთის სუპერლიგაში შინ „ისტანბულ ბაშაქშაქირთან“ 1:3 წააგო.

შოთა მახარაძის „პეტროკუბმა“ გასვლაზე სელემეტის „სპარტა“ 8:0 დაამარცხა და 3 წრის (21 ტური) შემდეგ 48 ქულით საშემოდგომო ეტაპის გამარჯვებული გახდა. ქართველი სპეციალისტის გუნდი მოლდოვური ფეხბურთის ტრადიციულ ლიდერებს, „ზიმბრუს“ და „შერიფს“, შესაბამისად, 4 და 7 ქულით ასწრებს.