„ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ - რუსთავში ლიტერატურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
„ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“ - რუსთავში ლიტერატურული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში ლიტერატურული პროექტის, „ქართველი მწერლები ჩვენს ყოველდღიურობაში“, პრეზენტაცია გაიმართა.

ქალაქის ქუჩებში, კერძოდ, VIII მიკრორაიონიდან შარტავას ქუჩამდე, გარე განათების ბოძებზე დამონტაჟებულ ბანერებზე, ქართველი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებებიდან სტრიქონები და სტროფები განთავსდა.

ლიტერატურული პროექტის ფარგლებში, 36 გარე განათების ბოძზე, ქართველი კლასიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლისა და პოეტის ნაწარმოებებიდან ამონარიდების წაკითხვა ყველა გამვლელს შეეძლება.

როგორც პროექტის ავტორმა და ინიციატორმა, ამირან ჯანჯღავამ განაცხადა, სამთვიანი მუშაობის შედეგად, საგანგებოდ შექმნილმა ლიტერატურულმა საბჭომ, რომლის შემადგენლობაში არიან, ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრები, პედაგოგები და ლიტერატურით დაინტერესებული პირები, შეარჩია ყველა დროის ქართველი, მათ შორის 12 რუსთაველი მწერლის ნაწარმოებებიდან ამონარიდები.