ჰიმალაის მთებში ქართველი მთამსვლელები მორიგ ექსპედიციას იწყებენ. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი შეეცდებიან, პირველებმა დაიპყრონ 6600 მეტრიანი ორი მწვერვალი, რომლებიც 8000 მეტრიანი მთის მანასლუს რეგიონში მდებარეობს.
პანპოჩე 1 და პანპოჩე 2 ტექნიკურად რთულ ასვლებს განეკუთვნება და მათზე ჯერ არც ერთი ექსპედიცია დასრულებულა წარმატებით. ქართული ჯგუფი მიზნის მიღწევას მომდევნო 45 დღის მანძილზე აპირებს.