ქართული ალპინიზმის დიდი წარმატება - ჩვენს მთამსვლელებს „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ #1TVSPORT
ქართული ალპინიზმის დიდი წარმატება - ჩვენს მთამსვლელებს „ოქროს წერაყინი“ გადაეცათ #1TVSPORT

მსოფლიო ალპინიზმში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს წერაყინი“ ქართველ მთასვლელებს გადაეცათ. ბაქარ გელაშვილმა, არჩილ ბადრიაშვილმა და გიორგი ტეფნაძემ ქართული ალპინიზმის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერეს და „ოქროს წერაყინი“ მოიპოვეს. ჩვენმა ალპინისტებმა ჯილდო სარაგარზე (მწვერვალი პაკისტანში) ასვლის გამო მიიღეს, რადგან  ეს მწვერვალი ჯერ არავის დაუპყრია და პირველები სწორედ ქართველი ალპინისტები გახდნენ.

„ოქროს წერაყინის“ პრიზს 1992 წლიდან ფრანგული გაზეთი „მონტანი“ გადასცემს. ნომინანტებს ალპინისტური სეზონის შედეგების მიხედვით არჩევენ, შემდეგ კი კანდიდატებს სპეციალური ჟიური განიხილავს. „ოქროს წერაყინს“ აპლინიზმის „ოსკარს“ უწოდებენ, რადგან სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა.

დაჯილდოების ცერემონია 18-20 ნოემბერს საფრანგეთში, მაღალმთიან ქალაქ ბრიასონში გაიმართება.