ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში ორი მწვერვალი დალაშქრეს #1TVSPORT
ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში ორი მწვერვალი დალაშქრეს #1TVSPORT

ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში, ჰინდუკუშის მთათა სისტემაში ორი მწვერვალი დალაშქრეს. არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა გაიარეს ლანგუტა-ბარფის 6,833 მეტრიანი და სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი, რომლის სიმაღლე 7,303 მეტრია.

სარაგრარს აქვს მრავალფეროვანი მწვერვალები, ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთით 7340 მეტრის სიმაღლეზე. აქ 1959 წელს პირველად ავიდა იტალიური ექსპედიცია ფოსკო მარინის ხელმძღვანელობით, ხოლო ლანგუტა-ბარფი პირველად დალაშქრა პოლონურმა ექსპედიციამ (1963 წელს), თუმცა საქართველოს ნაკრები პირველია, რომელმაც წარმატებით მიაღწია მწვერვალს სამხრეთიდან და ქართულ მთამსვლელობას საერთაშორისო სარბიელზე მორიგი აღიარება მოუტანა.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური